საქართველოს მთავარი პროკურატურა

შერჩევითი სამართალი, სექსუალური შევიწრობა - ყოფილი პროკურორის Facebook პოსტზე შემოწმება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაში აღნიშნული.

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სალომე ადეიშვილი საუბრობს უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე და კონრეტულ საქმეებზე კონკეტული პირების მიერ "დავალებაზე", შერჩევით სამართალზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ა.შ.

ყოფილი პროკურორი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის" და "ჩალიჩის" გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)".

"იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს'

[...] იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ", - წერს ის.

სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

"იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ", - წერს ყოფილი პროკურორი.

კომენტარები