რუსული ოკუპაცია

EUMM: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეუიარაღებელი დამკვირვებლები დააკავეს

fb.com

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, მისიის შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს. 

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირება მნიშვნელოვნად გაზარდა. 

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად შეშფოთებულია, რომ შეიარაღებული ე.წ. უსაფრთხოების აქტორები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან," - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შემთხვევიდან მალევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ცხელი ხაზი გაააქტიურა. მისია ამჟამად მომხდარის შესახებ დეტალების გამოძიებას ცდილობს. 

მომხდარს 25 ოქტომბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ.

კომენტარები