არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი

რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის-არქიმანდრიტი ბართლომე მომღერლის მიერ ბერას კრიტიკაზე

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის",-ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. კომენტარის ამსახველი სქრინი ანიტა რაჭველიშვილმა გაავრცელა.

"არ დამიწყევლია, უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს, მორჩეს ისტერიას",-დაწერა არქიმანდრიტმა ბართლომემ მოგვიანებით სხვა პოსტზე.  

საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.  

არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაწყევლა.  

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!"-თქვა არქიმანდრიტმა.

კომენტარები