კომერციული ბანკები

სექტემბერში კომერციული ბანკების აქტივები 1.9%-ით გაიზარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ქართული კომერციული ბანკების აქტივები 854.3 მილიონი ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.7% შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები ამჟამად 5.5 მილიარდ ლარს აღწევს, რაც კომერციული ბანკების აქტივების 12%-ია.

ქართული საბანკო სექტორი ამ დროისათვის 15 კომერციული ბანკისაგან შედგება, საიდანაც 14-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს.

კომენტარები