EMINEM

ემინემი ტრამპზე დაწერილი ტექსტებისთვის აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაკითხა

0 კომენტარი
ფოტო: nypost.com

ემინემი აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე და მის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზე დაწერილი ტექსტების გამო დაკითხა.

Buzzfeednews-მა გამოაქვეყნა 40-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც წერია რომ საიდუმლო სამსახურმა მართლაც დაკითხა რეპერი და ამის მიზეზებია ახსნილი. ემინემის დაკითხვის მთავარი მიზეზი, მის მიერ 2017 წელს გამოშვებული სიმღერა "Framed" იყო.

ამ სიმღერაში, ემინემი ივანკა ტრამპს "სულელ პატარა ქერა გოგოს" ეძახის და მის მიმართ შეურაცხმყოფელია.

ემინემი საიდუმლო სამსახურმა 2018 წლის იანვარში დაკითხა.

გარდა ივანკა ტრამპის საკითხისა, გამოკითხვაზე აგენტებმა ემინემს ის ანტი-ტრამპისტული ტექსტები წაუკითხეს, რომლებიც მას სხვადასხვა დაჯილდოებებზე უთქვამს.

"მარშალ მეთერსი თავს აიდენტიფიცირებდა ამ სიმღერებთან და როდესაც ტექსტებს გამომძიებლები კითხულობდნენ, მათი თანდასწრებით გარეპვაც დაიწყო", - წერია დოკუმენტში.

დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, საიდუმლო სამსახურში საიდუმლო შეხვედრა მოეწყო, სადაც გადაწყდა რომ ეს საქმე აღარ გაგრძელდებოდა და პროკურატურას არ გადაეცემოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები