მეუფე იაკობის განცხადებები

დეკანოზ მამალაძის ძმა: მეუფე იაკობი ხელისუფლებამ გამოიყენა ჩემი ძმის საქმეში და გადააგდო

0 კომენტარი

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სახელისუფლებო პირები გეგმავდნენ. მამალაძის თქმით, მეუფე იაკობი "ხელისუფლებამ გამოიყენა და გადააგდო". 

"ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ რათქმაუნდა მოატყუეს. ამასთან, ძალიან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ. მან ხომ ბევრი იცის ყველა ამ დანაშაულის და დამნაშავეების შესახებ. ამის ძალიან ეშინია. დააკვირდით რამდენჯერ თქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს დაიწყებენო",-წერს თორნიკე მამალაძე.  

მამალაძის თქმით, მეუფე იაკობი ცდილობს, პატრიარქს განცდა შეუქმნას, თითქოს მისი დაცვა მხოლოდ მას შეუძლია და ამით მხარდაჭერა მოიპოვოს.  

"სხვათაშორის უჭკუო ტაქტიკა არ არის მისი მხრიდან, ვინაიდან ილია მეორეს ძალიან, ძალიან სჯერა მის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების თეორიების. თუმცა იაკობი ვერ აცნობიერებს ერთ უტყუარ ფაქტს, რომ პატრიარქის მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს, ვინაიდან დღეს უკვე მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ",-წერს მამალაძე.  

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები