ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
პრობლემები შეიქმნა გორგილაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ასევე ე.წ ჭაობის დასახლებაში.
როგორც "ტაბულას" "ბათუმის წყალში" უთხრეს, ქუჩებზე, სადაც წვიმის გამო პრობლემა შეიქმნა, მათი თანამშრომლები ამ დრომდე აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს.