ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ტარიფების გათანაბრება მოუწევთ

ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 28 ოქტომბერს წარადგინა რეფორმების ახალი პაკეტი.

ინიციატივის მიხედვით, კლინიკები ვალდებულები იქნებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაათანაბრონ ტარიფები მსგავს მომსახურებაზე.

"დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებას აყენებს თანაბარი კონკურენციის პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას," - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ის გამოეხმაურა მის ადრე გაჟღერებულ ფრაზასაც, რომ სახელმწიფო კლინიკებში მართვაში უნდა შევიდეს:

"მართვაში შესვლაში არ იგულისხმებოდა კერძო სექტორის მართვაში შესვლა. იგულისხმებოდა სახელმწიფოს სექტორში არსებული კლინიკების მეტად აქტიურად და ეფექტურად მართვა," - ამბობს მინისტრი.

გარდა კლინიკებში ფასების გათანაბრებისა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს მედიკამენტების ფასების რეგულირებაზეც.

კომენტარები