კრიმინალი

კაცს, რომელმაც მოქალაქე ლიფტში დააყაჩაღა, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლო ფოტო: ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ თბილისში, ერთერთი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ნასვამი ზ.ქ., ბასრი საგნით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქეს დაესხა თავს. მათ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით რ.ს-ს 50 ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 6 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები