სინოდის სხდომა

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი შეცვლის

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლი შეცვლის.

"[მეუფე პეტრე ცაავა] ეკლესიიდან მთლიანად არ მოკვეთილა, თუმცა, განყენებულია მსახურებიდან, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე წალკის მიტროპოლიტი იყო", - თქვა ახალქალაქის და კუმუდოს მიტროპოლიტმა, მუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მეუფე პეტრე ცაავა მიტროპოლიტობიდან წმინდა სინოდმა დღეს განაყენა. თავად პეტრე ცაავამ მიზეზად "ეკლესიაში პიდარასტული ცოდვის მხილება" დაასახელა. მანვე თქვა, რომ მან ამხილა "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.

"ერს ჰყავს პიდარასტიისმამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე". 

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს". 

ის სინოდის წევრებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამო იყო დაპირისპირებული. დეკანოზი მამალაძე პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მის უდანაშაულობაზე საუბრობს. იმავეს ამტკიცებს მეუფე პეტრე ცაავაც

კომენტარები