პატრიარქთან შეხვედრა

"მოკლე შეხვედრა იყო" - გახარია ილია II-ს დაახლოებით 10 წუთით შეხვდა, უცნობია რაზე ისაუბრეს

0 კომენტარი
ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

საქართველოს პრემიერმინისტრი საპატრიარქოში მივიდა. გიორგი გახარიამ ტერიტორია დაახლოებით ათ წუთში დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურის არ გაუვრცელებია არც შეხვედრის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტაბულას დაუდასტურა, რომ შეხვედრა შედგა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არ იცის რა საკითხებზე იყო საუბარი და რამდენ ხანს გაგრძელდა შეხვედრა. ის აღნიშნავს, რომ ეს ცოტა ხანში ეცოდინება. 

"ვერ გეტყვით [რამდენ ხანს გაგრძელდა], მოკლე იყო შეხვედრა", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

სინოდის სხდომის შემდეგ საპატრიარქოში პოლიტიკოსების ნაწილი მივიდა, შემდეგ კი ილია მეორეს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მათ შორის იყო ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები