გვარამიას ბრალი

ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით ნიკა გვარამია პროკურატურაშია დაბარებული

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

პროკურატურის ინფორმაციით, "ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით" ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პროკურატურაში არის დაბარებული. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს. გვარამია უწყებაში დღეს, პირველ ნომებერს 19:00 საათზე უნდა მივიდეს. 

საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას."

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პროკურტურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს წარუდგინეს. 

მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, შედეგად, რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. 

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა, გვარამიას, აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 40 000 ლარი შეუფარდა.

კომენტარები