მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტში მოთოვა. დაათვალიერეთ ფოტოგალერეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხულოში დღეს 8 გრადუსი სითბოა. ამასთან სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება - წვიმა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტრომია მოსალოდნელი.