მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ბოლო კვირაში ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა

0 კომენტარი
ილონ მასკი ფოტო: Reuters

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება ბოლო კვირაში 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი Tesla-ს ფინანსური ანგარიშია, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. 

ანალიტიკოსების პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, Tesla-ს 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშის გამოქვეყნებას ბაზარზე ოპტიმიზმი გამოიწვია. 23 ოქტომბერს კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიის ერთ აქციაზე მოგებამ თითქმის ორი დოლარი შეადგინა. 

მესამე კვარტალში ტესლას დაზუსტებულმა მოგებამ 342 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 6,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით ჩამოუვარდება. 

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციებზე ფასი 24%-ით გაიზარდა, რამაც ილონ მასკის პირად ქონებას 2 მილიარდი შემატა. Tesla-ს გარდა, ილონ მასკს მისივე დაარსებულ SpaceX-is აქციების 22% ეკუთვნის, რაც ნომინალურად 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შედეგების კომენტირებისას მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ახალ კომპაქტურ ყველგანმავალზე მუშაობას მალევე დაასრულებს. ტესლას თქმით, Tesla-ს ახალი მოდელი პარკირების ადგილებზე დამოუკიდებელი ორიენტაციის ფუნქციით იქნება აღჭურვილი.

ავტობიზნესით დაკავებულ ადამიანებს შორის ილონ მასკი ქონების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს. Bloomerg-მა ილონ მასკის საკუთრებაში არსებული Tesla-ს აქციების პაკეტი 8,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. პირველ ადგილს ამ რეიტინგში Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს.

გეიტსი ავტოკონცერნ AutoNation-ის აქციათა პაკეტს ფლობს, გამოცემამ გეიტსის წილი 914 მილიონ დოლარად შეაფასა, ეს თანხა გეიტსის მთლიანი ქონების 1%-ზე ნაკლებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები