თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება.

Creative commons

ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, დავითაშვილის და დამენიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ლიხაურის, ბასილაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ოდიშელიძის, აქვსენტი ნაჭყებიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ტაშკენტის, ზოვრეთის, ოდესის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ალექსიძის, ბერბუკის და პავლე ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, ჩოლოყაშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის და არტურ ლაისტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შევჩენკოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები