გერმანია - NATO

კრამპ-კარენბაუერი: 2031 წლამდე გერმანია NATO-ში თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ს დახარჯავს

0 კომენტარი
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და იენს სტოლტენბერგი ფოტო: faz.net

გერმანიის თავდაცვის მინსტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს სამიტის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევდა.

"NATO არის და იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტია. თუმცა, ისიც ნათელია, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს მისი მოქმედების უნარი," - ​კრამპ-კარენბაუერის ოფისი მის ციტატაზე დაყრდნობით წერს.

"ეს იწყება თავდაცვის ბიუჯეტით," - გააგრძელა კრამპ-კარენბაუერმა:

​"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%". 

კაერნბაუერის თქმით, ამის მიზეზი არ იყო ის, რომ სხვები ითხოვენ ამას, არამედ ის, რომ ეს გერმანიის უსაფრთხოების ინტერესშია.

მომავალი NATO-ს სამიტი 4 დეკემბერს გაიმართება.

ალიანსის წევრი სახელმწიფოები 5 წლის წინ შეთანხმდენ, რომ 2024 წლამდე NATO-ში თავდაცვაზე მინიმალურ 2%-ს დახარჯავდნენ.

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვაზე სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვაზე 1.51%-ს ხარჯავს.

გერმანიას ევროპაში და NATO-ში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები