NATO

სტოლტენბერგი: ევროპის აშშ-ისგან დისტანცირების მცდელობა NATO-ს და ევროპას დაასუსტებს

0 კომენტარი
იენს სტოლტენბერგი ფოტო: NATO

"ჩრდილოეთ ამერიკისგან ევროპის დისტანცირების ნებისმიერი მცდელობა არამხოლოდ დაასუსტებს ტანსატლანტიკურ ალიანსს, არამედ თავად ევროპის დაყოფის საშიშროებას გაზრდის," -  თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მან ისიც თქვა, რომ გერმანიისა და ევროპის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია.

"ევროკავშირს არ შეუძლია ევროპის დაცვა," - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკას ერთად უნდა ემუშავათ, რათა ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალისთვის ეპასუხათ.

გასული წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია - "რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰეიკო მაასს ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ს ტრამპის მმართველობის გამო არასანდოდ მიიჩნევდა. მან ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ გაერთიანებულიყვნენ, როგორც კონტინენტის ძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები