სურსათის უვნებლობა

შემოსავლების სამსახური: უკრაინიდან შემოსულ 23380 კგ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 7 ნოემბერს ბათუმის პორტში უკრაინიდან შემოტანილ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს. უწყებაში ამბობენ, რომ 23 380 კილოგრამი ხორცი განადგურდა.

"7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა", - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები