And Then We Danced

ვერის ბაღში პროპუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავენ (Photos)

0 კომენტარი

ვერის ბაღში ფაშისტურ-პროპუტინისტური ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი კინოთეატრ ამირანში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას აპირებენ. 

კინოთეატრებში პოლიციელები არიან მობილიზებულები. 

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების ჩაშლას გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირების ნაწილი აპირებს. ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს საქართველოს საპატრიარქოც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები