ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 დაღუპული ვიეტნამელი

ესექსში პოლიციამ სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი დაღუპულების იდენტიფიკაცია მოახდინა

ესექსის პოლიციამ გასულ თვეს სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი დაღუპული 39 ვიეტნამელის იდენტიფიკაცია მოახდინა და მათი სახელები გაამჟღავნა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო და ჩვენი ჯგუფი მუშაობდა, რათა ოჯახებისთვის, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამ ტრაგედიის დროს დაღუპულებს შორის შესაძლოა მათი ნათესავიც ყოფილიყო, პასუხები გაგვეცა," - თქვა მთვარმა გამგებელმა ტიმ სმიტმა.

დაღუპულები არიან ჰა თინის, ნგე ანის და სხვა პროვინციებიდან. გარდაცვლილთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ამჟამად ლონდონი ჰანოისთან გარდაცვლილების გადაცემის საკითხს განიხილავს. 

გარდაცვლილთაგან 31 მამაკაცია და 8 ქალი. აქედან ათი თინეიჯერი იყო.

თავდაპირველი ინფორმაციით, პოლიციას დაღუპულები ეროვნებით ჩინელები ეგონათ, თუმცა რამდენიმე დღეში ბრიტანეთში ვიეტნამური თემის ორგანიზაციას VietHome ვიეტნამიდან 20 ოჯახიდან შეატყობინეს ინფორმაცია, რომ მათი ნათესავები დაკარგულები იყვნენ.

ადამიანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის ქალი და მამაკაცი უორინგტონში, ხოლო 48 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მამაკაცი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დააკავა. სატვირთო მანქანის 25 წლის მძღოლი მალევე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ირლანდიიდან არის. ამ საქმეზე კიდევ 6 პირია დაკავებული.

საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა.

 

კომენტარები