And Then We Danced

ანა სუბელიანი: პოლიცია ხელს არ ანძრევდა, არადა საფრთხე მათ თვალწინ ვითარდებოდა

0 კომენტარი

ანა სუბელიანმა "ტვ პირველის" ეთერში მასზე თავდასხმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

დღეს, სამოქალაქო აქტივისტს, კინოთეატრ "ამირანთან", სადაც ძალადობრივი ჯგუფები ფილმის "And Then We Danced"-ის პრემიერას აპროტესტებდნენ, ქვა ესროლეს.

"კინოთეატრ ამირანთან მივედით, რამდენიმე აქტივისტმა მივაცილეთ თემის ის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ბილეთები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეშინოდათ მისვლის, მაგრამ მაინც ჰქონდათ ამის სურვილი და ჩვენ გადავწყიტეთ რომ მათთან ერთად მივსულიყავით, რათა დავრწმუნებულიყავით მათ უსაფრთხოებაში.

როგორც კი იმ ტერიტორიას მივუახლოვდით შემოგვესივნენ აგრესიული ადამიანები და დაგვიწყეს ლანძღვა, გინება და მუქარა და მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით პოლიციისგან ჩვენი უსაფრთხოების დაცვას პოლიცია ხელს არ ანძრევდა, ამას ვამბობ ხაზგასმით, საერთოდ გაყინული სახეებით იდგნენ, არადა რეალური საფრთხე მათ თვალწინ ვითარდებოდა. შემდეგ, როდესაც გავაპროტესტე ეს და ჟურნალისტების ყურადღებაც მიიპყრო ამ სიტუაციამ, გადაგვიყვანეს მოაჯირს მიღმა და შევძელით ის, რომ ბილეთიანი ადამიანები შევუშვით კინოთეატრში და დანარჩენი აქტივისტები გამოვედით და როგორც კი გამოვედი ეს აგრესიაც მოხდა.

მიცნეს, პირადად მოვიდნენ, ეს ის გოგოა, რომელმაც მემორიალზე იცეკვა და აი, ჩვენი ცნობილი ტელეწამყვანი და ცინიკური ფრაზებით მოდიოდნენ პირადად ჩემ მიმართ აგრესიით და ამდენად მაქვს იმის საფუძველი, რომ ვიფიქრო ეს გამიზნულად იყო ჩემ მიმართ. მე ვერანაირად ვერ ვიტყვი ვინ არის ის ადამიანი, ვინც მესროლა, მაგრამ რადგან დააკავეს, ესეიგი ამოიცნეს თვითონ, მე ვერ შევძლებ მის ამოცნობას", - თქვა ანა სუბელიანმა.

ანა სუბელიანის თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა - გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები