პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და არავისთვის ხელის გადაგრეხვას არ ვაპირებთ

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ საპარლამენტო განხილვებს გამოეხმაურა. 

მდინარაძის თქმით, მისთვის ადრეც ცნობილი საკითხთან დაკავშირებით გუნდში შექმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე, თუმცა დღეს ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებების სიმძაფრეს არ მოელოდა. 

გადადებული განხილვის ფონზე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება 2020 წლიდან პროპორციული ნულოვანი ბარიერის საარჩევნო სისტემაზე არ უნდა შეიცვალოს.

"ვფიქრობ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება. სამწუხაროა ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება, იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატებს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს არ აიძულებს ეს დემოკრატიის ელემენტალური პირობაა არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენ გვაქვს შიდა პარტიული დემოკრატიაც არავისთვის ხელების გადაგრეხვას არ ვაპირებთ",— ამბობს მდინარაძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება დამატებითი განხილვების უარყოფასთან დაკავშირებით.. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონმდებლობა უნდა მიეღოთ, თუმცა საბოლოოდ კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

კომენტარები