დემი ლოვატოს ახალი მეგობარი ბიჭი ჰყავს და მან ის მსოფლიოს თავის Instagram გვერდზე წარმოუდგინა.
27 წლის მომღერალი მოდელ ოსტინ უილსონს ხვდება. ლოვატომ ინსტაგრამზე მათი საერთო სურათი გამოაქვეყნა წარწერით "ჩემი <3"
ოსტინი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს. ლოვატოსთან ერთად, მანაც გააზიარა მათი საერთო სურათი თავის ინსტაგრამ გვერდზე.