ტექნოლოგიური სიახლეები

Apple-მა ყველაზე დიდი MacBook-ი წარადგინა

2016 წლის Macbook Pro
Apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა წარმოების უდიდესი ლეპ-ტოპი ახალი MacBook Pro-ს საჯარო პრეზენტაცია გამართა. 

ლეპ-ტოპი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის 16 დიუმიანი ეკრანითა და განახლებული კლავიატურით. ოპერატიული მეხსიერება 64 გეგა ბაიტია. კლავიატურაზე დაბრუნდა ღილაკი Esc, რომელიც წინა მოდელებში Touch Bar-ით იყო ჩანაცვლებული. 

ამავდროულად, შენარჩუნებულია სენსორული პანელი და ანაბეჭდის სენსორული ამოცნობის სიტემა. ანალიტიკოსების აზრით, კომპანიამ ლეპტოპის წინა მოდელებზე მომხმარებლებისგან გამოთქმული კრიტიკა გაიზიარა და საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. 

კომპანიის წინა მოდელების ირგვლივ ათასობით მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, ცვლილების გადაწყვეტილება სწორედ, ამის შემდეგ მიიღეს. ახალ მოდელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვენტილაციის სისტემაც. 

ანალიტიკოსების აზრით, MacBook-ის ხაზს ერთგული, მაგრამ შედარებით მცირერიცხოვანი აუდიტორია ყავს, რომლის გაფართოებასაც კომპანია ცდილობს. სურვილის მიუხედავად, გაფართოებას ხშირად ლეპტოპების მაღალი ფასი უშლის ხელს. Apple-ის ლეპ-ტოპების ფასი საშუალო საბაზრო ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება და ფართო მასებისთვის ხელმიუწვდომელია. 

ახალი MackBook Pro-ს გასაყიდი ფასი 2399 დოლარიდან დაიწყება.

კომენტარები