ილონ მასკი

Tesla ახალ ქარხანას ბერლინში ააშენებს

0 კომენტარი
ილონ მასკი ფოტო: Reuters

ამერიკელმა გამომგონებელმა და მილიარდელმა, ილონ მასკმა ევროპაში ტესლას პირველი ქარხნის გახსნა ბერლინში გადაწყვიტა. ამის შესახებ მასკმა ბერლინში, Golden Steering Wheel-ის პრემიის მიღების ცერემონიაზე განაცხადა. 

გეგმის მიხედვით, ტესლას ბერლინის ქარხანა Model 3-ის და Model Y-ის წარმოებას 2021 წლიდან დაიწყებს. გამოქვეყნებულ ტვიტში მასკმა აღნიშნა, რომ ქარხანა ელექტრო ძრავებისა და აკუმულატორების წარმოებითაც დაკავდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანა ბერლინის ახალ აეროპორტთან ახლოს განთავსდება. 

ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც. ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ რამდენიმე წელში ევროპაში ელექტრომობილების წარმოების ძირითადი ქვეყნები გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი იქნებიან. 

ბოლო წლებში ავტოწარმოებას გერმანიაში მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნა. ამის მიუხედავად "გაკეთებულია გერმანიაში" ბრენდის ფლობა უმეტესობისთვის კვლავაც სასურველია. წარმოების ბაზრების დივერსიფიკაცია კი საბაჟო ტარიფების თავიდან არიდებისთვის ან შესამცირებლად მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, ტესლას ქარხანა შედარებით ახლოს იქნება პოლონეთის საზღვართან, რაც ქარხანას შედარებით იაფი მუშა ხელით მოამარაგებს.

ევროპის ბაზრის გარდა, მასკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევას ჩინეთის ბაზარს. ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ავვტობაზარია. შანხაიში მასკი 2 მილიარდ ქარხანას ფლობს, რომელიც ექსპლუატაციაში 2021 წელს უნდა შევიდეს. წინა კვარტლების ფინანსური ანგარიშების ოპტიმისტური დინამიკა წარმოაჩინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები