არჩევნები 2020

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას (სია)

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.

წინააღმდეგი

  • ენზელ მკოიანი
  • კახა ოქრიაშვილი
  • დიმიტრი ხუნდაძე

კენჭისყრას ესწრებოდა და მასში მონაწილეობა არ მიიღო

  • ვიქტორ ჯაფარიძე
  • თენგიზ ხუბულური
  • ირაკლი ხახუბია
  • ლერი ხაბელოვი
  • შოთა ხაბარელი
  • ნინო წილოსანი
  • ოთარ ჩრდილელი
  • გოდერძი ჩანქსელიანი
  • ირაკლი შიოლაშვილი
  • მიხეილ ყაველაშვილი
  • მერაბ ქვარაია
  • დავით სონღულაშვილი
  • რუსლან პოღოსიანი
  • თამაზ ნავერიანი
  • კახა ოქრიაშვილი
  • პაატა მხეიძე
  • დიმიტრი მხეიძე
  • რომან მუჩიაშვილი
  • სავალან მირზოევი
  • თამაზ ნავერიანი
  • გოგი მეშველიანი
  • ირაკლი მეზურნიშვილი
  • სულხან მახათაძე
  • გურამ მაჭარაშვილი
  • სამველ მანუკიანი
  • იოსებ მაკრახიძე
  • კობა ლურსმანაშვილი
  • გიორგი კოპაძე
  • კარლო კოპალიანი
  • შალვა კიკნაველიძე
  • კობა კობალაძე
  • ედიშერ თოლორაია
  • ცოტნე ზურაბიანი
  • მუხრან ვახტანგაძე
  • გოჩა ენუქიძე
  • გოგა გულორდავა
  • ანზორ ბოლქვაძე
  • ირაკლი დაჩი ბერაია
  • ირაკლი აბუსერიძე

არ ესწრებოდა/რეგისტრაცია არ გაიარა

  • გიორგი ბეგაძე
  • ელგუჯა გოცირიძე
  • გიორგი თოთლაძე
  • სოფიო კილაძე
  • სვეტლანა კუდბა
  • გელა სამხარაული
  • ირინე ფრუიძე

კანონპროექტის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები