ქართული ოცნება

კობახიძე აჭარის საზმაუს ჟურნალისტს: გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ინტერვიუს მიცემის შემდეგ ჟურნალისტს "მოუწოდა", გაემიჯნოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ, კობახიძეს ინტერვიუს მიწურულს უთხრა, რომ რომ არ სცოდნოდა, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე იყო, იფიქრებდა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რაზეც კობახიძემ უპასუხა: 

"არ გინდათ სპეკულაციები. თქვენ მოგიწოდებთ გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის აგრესიული პოლიტიკური მოძრაობა. პირადად თქვენ მოგიწოდებთ". 

კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა წამყვანის მხრიდან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან აფელაცია, კობახიძემ უპასუხა, რომ "ყველაფერში დაინახა". წამყვანის გაღიმების შემდეგ კი, კობახიძემ კიდევ ერთი რეპლიკა თქვა:

"ეს სიმწრის ღიმილი იყო". 

კომენტარები