პროპორციული საარჩევნო სისტემა

რუსთაველის გამზირზე კარვებში მყოფმა აქტივისტებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Nika Oboladze

რუსთაველის გამზირზე კარვებში მყოფმა აქტივისტებმა გასათბობად კასრებში ცეცხლი დაანთეს. 

ქართული ოცნების მიერ 24 ივნისს გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება მოჰყვა. 

ოპოზიციური ფლანგი და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" მთავარ მოთხოვნაზე - ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ. 

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები