ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვების შემდეგ სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატიც დატოვა.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ქაცარავა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო, თუმცა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 

"ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!" - წერს ქაცარავა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. 

14 ნოემბერს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებით ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა. 

ივანიშვილმა მომდევნო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების პირობა მას შემდეგ გასცა, რაც გავრილოვის ღამის შემდეგ რუსთაველის გამზირი რამდენიმე დღის განმავლობაში სამი მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

კომენტარები