მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ბილ გეიტსია

0 კომენტარი
ფოტო: www.dailytech.com

Bloomberg-ის მიერ წარმოებულ მილიარდელთა რეიტინგში, ბოლო წლების რეკორდსმენს ჯეფ ბეზოსს, რეიტინგის წინა ათწლეულის ლიდერმა ბილ გეიტსმა გადაუსწრო. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა, როდესაც Microsoft-ის დამფუძნებელმა რეიტინგის პირველი ადგილი დაიკავა. სააგენტოს ინფორმაციით ბოლო ორი სავაჭრო დღის განმავლობაში ბილ გეიტსის ქონება 110 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბეზოსის უკან ჩამოსატოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. 

სტრუქტური ცვლილება დიდი ალბათობით გასულ დღეებში აშშ-ის თავდაცვის უწყებასთან 10 მილიარდიანი კონტრაქტის მოგება იყო. კონკურსში Microsoft-ის მთავარი კონკურენტი ჯეფ ბეზოსის Amazon-ი, თუმცა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი სწორედ გეიტსის კომპანიამ მოიგო. 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, ხოლო Amazon-ის აქციებზე ფასი 2%-ით შემცირდა. რეიტინგის მიხედვით ბეზოსის ქონება ამ დროისთვის 108 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

წინა წელს ბილ გეიტსმა ბეზოსს რამდენიმე საათით გადაასწრო, თუმცა სავაჭრო დღის ბოლომდე ბეზოსმა დანაკლისის დაფარვა და წინ გასვლაც მოახერხა. ამ დროისთვის ბეზოსი რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს. ლიდერთა სამეულს ფრანგი ბიზნესმენი და ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო ხურავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები