საპროტესტო აქცია პარლამენტთან

შსს: ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება

ტაბულა

შსს აცხადებს, რომ "აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".

გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ "აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება".

უწყება მოუწოდებს "ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს".

შსს ირმწუნება, რომ საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა ერთის მხრივ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, და მეორე მხრივ, "სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა".

პაარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია 15:00 საათზე დაიწყება. პროტესტი ქართული ოცნების მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

პარლამენტსა და კანცელარიასთან, ასევე ქართული ოცნების ოფისთან, მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

კომენტარები