დამირ მარუსიჩი

მარუსიჩი ოცნებაზე: სასაცილოა, როგორ იწვევს დამოკიდებულებას ძალაუფლება კორუმპირებულებში

twitter

The American Interest-ის რედაქტორი და The Atlantic Council-ის წევრი დამირ მარუსიჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება:

"სასაცილოა როგორ გვეუბნებოდა მთელი სექტემბერი საქართველოს მთავრობა ჩვენ, დასავლელებს, რომ ესმოდათ, რომ პროპორციულ წარმომადგენლობაზე სრულად გადასვლა, როგორც ამას მომიტინგეები ითხოვდნენ, ქვეყნისათვის კარგი იყო. სასაცილოა, როგორ იწვევს დამოკიდებულებას ძალაუფლება კორუმპირებულებში."

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

კომენტარები