ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართა [ფოტოები]

0 კომენტარი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ექიმებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია სამედიცინო დაწესებულებებთან, სამედიცინო უნივერსიტეტის შენობასთან და გაეროს ოფისთან გამართეს.

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - იყო აქციის სახელწოდება.

აქციას შეუერთდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები. მათი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისათვის მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი Facebook-ზე წერს, რომ წითელი ჯვარი ცხინვალში შესვლას და ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროში მონახულებას ვერ ახერხებს:

"ჩართულია საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება. ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში. გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები