ხანძარი სვანეთში

სვანეთში ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების, ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. 

ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც.

კომენტარები