პროპორციული არჩევნები

დიღმელაშვილი ოცნებას: 25 ნოემბერს აქცია-პიკეტს ვმართავთ, სიცოცხლეს გაგიმწარებთ

0 კომენტარი

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ. ამის შესახებ აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა თქვა. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი აქცია-პიკეტი პლენარული სხდომების ჩასაშლელად ყოველ ორშაბათს ჩატარდება.

"ხომ დაგვშალეთ მაშინ, ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაგშალო. ყოველ ორშაბათს იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება...

ისევ ჩვენი დროით, 19:00-ზე იქნება ძალიან დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც მხოლოდ ფულის ან შიშის გამო არიან პარლამენტში, შესვლა მოუნდებათ, მაშინ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ყველა უნდა გაგვწირონ, როგორც გაგვწირეს, კიდევ მოიყვანონ ის წყლის მანქანა, კიდევ გამოიყვანონ 5 000 პოლიციელი, ჩააცვან იარაღი, გვბეგვონ...

ამისთანა წნეხს იგი [ქართული ოცნება] მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ" - მიმართა დიღმელაშვილმა ქართულ ოცნებას.

"ჩვენ შეიძლება ვერ მოგერიოთ, ჩვენ უარს ვამბობთ ძალადობრივ დაპირისპირებაზე, თორემ მოგერეოდით, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მაგრამ უარს ვამბობთ ამაზე. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები და ვიყენებთ მხოლოდ არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს, მაგრამ აქედან ბოლომდე გამოვწურავთ ყველაფერს, ბოლომდე გამოვწურავთ, სიცოცხლეს გაგიმწარებთ. იქნება ხალმხრავალი აქცია ყველა პოლიტიკური ჯგუფის ჩართულობით, ჩართულობით, მაგრამ არა ლიდერობით, ეს მნიშვნელოვანია.

სამოქალაქო საზოგადოება აწყობს აქციას, რომელშიც შეუძლია ჩართვა ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. ეს აქცია ყოველთვის არის გრანდიოზული და მთავრდება პიკეტით" - თქვა დიღმელაშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ოპოზიციური პარტიები ორშაბათამდე დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

"გააკეთებენ აქტივობებს სხვადასხვა დღეებში, თავისებურად შეაწუხებენ ბიძინა ივანიშვილს და ამ გეგმებს გეტყვიან თქვენ, მაგრამ ჩვენი გენგეგმა გითხარით ახლა" - განაცხადა დიღმელაშვილმა.

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, გუშინ საღამოს აქცია მაინც გაიმართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები