ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქტივისტებმა ნაგვის ურნა მიიტანეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ქართული ოცნების თავმჯომარე "პოლიტიკურ სანაგვეზე" უნდა გადააგდონ. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა მაჟორიტარების ფოტოები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს.
აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ღობეზე ბოქლომით ნაგვის ურნა მიაბეს, გასაღები კი ურნაში ჩააგდეს.
აქციის მონაწილეებს თან პლაკატები აქვთ. "გადაუხადე დანაპირები ხალხს",- წერია პლაკატებზე.