მოძრაობა

ქართული ოცნების ოფისთან "შეცვალეს" 3 წევრი დააკავეს

IPN

ქართული ოცნების ოფისთან "შეცვალეს" 3 წევრი, ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია დააკავეს. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე, ხულიგნობის და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

"შეცვალეს" წევრები ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ამბობენ, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. ​შეხვედრის სავარაუდო თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

კომენტარები