ხულოში ხანძარმა 7 სახლი და 5 სათავსო მთლიანად გაანადგურა

ანზორ ბოლქვაძე/Facebook

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 7 სახლი მთლიანად გაანადგურა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ რუსთავი 2-ს უთხრა, ხანძარი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა, შემდეგ კი ახლოს მდებარე ხის სახლებსა და სათავსოებზე გავრცელდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე თქმით, ოჯახებს ქირით გადაიყვანენ.  

კომენტარები