ხულოში ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხულოში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი სახლი.

არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.


ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2  ნაწილით მინდინარეობს.

კომენტარები