ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

Amnesty რუსეთს: გახსენით ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამშვები პუნქტი

0 კომენტარი

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ე.წ გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. 

"რუსეთმა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი უნდა გახსნას და მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლების გარანტია უნდა გასცეს.

ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლაზე სრული შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი მოსახლეობის ადამიანის უფლებებს ლახავს.

ადრეული სექტემბრიდან მოყოლებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა თავისუფალი მიმოსვლა დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ყველა მოქმედ გამშვებ პუნქტზე, რითიც კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული მდგომარეობა და წაართვა რეგიონის მცხოვრებლებს გამყოფ ხაზს მიღმა სამედიცინო დახმარების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ოჯახის წევრებთან ვიზიტზე ხელმისაწვდომობა," - წერია განცხადებაში, რომელიც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მომზადებულ ანგარიშს უძღვის წინ. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები