აქცია პარლამენტთან

აქტივისტებმა არჩილ თალაკვაძეს პარლამენტთან ტაშტი მიუტანეს და მოუწოდეს იქ იბანაოს

TV 1

აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წითელი ტაშტი მიუტანეს. მათი თქმით თალაკვაძემ კომოს ტბაზე დასვენება ვერ მოასწრო და მოუწოდეს სანაცვლოს აქ იბანაოს და გაირუჯოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მედიამ, მათ შორის ფორმულამ 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის, ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებას ესწრებოდნენ. ინფორმაცია პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქზე გავრცელდა.

22 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობს, რომ მის დასასვენებლად ყოფნასთან დაკავშირებით მედიამ "უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი" გაავრცელა და კომოს ტბაზე კიარა, თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფება. თუმცა, მას არ უსაუბრია იყო თუ არა იტალიაში წინა დღეს.

მის ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი და თქვა, რომ 22 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩამოფრინდა.

კომენტარები