ჩინეთი

გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სინძიანის ბანაკებში არსებულ სიტუაციას აღწერს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

მედიაში გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებულ სიტუაციას აღწერს.

დოკუმენტები საგამოძიები ჟურნლისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა მოიპოვა. ისინი აღწერს როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში.

მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს 9-გვერდიან მემორანდუმს, რომეილც 2017 წელს სინძიანის კომუნისტურიპარტიის მდივნის მოადგილემ რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს გაუგზავნა, მათ, ვინც ბანაკებს მართავს.

ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ როგორც დაცული ციხეები მკაცრი დისციპლინით და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

"არასოდეს დაუშვათ გაქცევა", "გაზარდეთ დისციპლინა და დასჯა დარღვევებისათვის", "ხელი შეუწყვეთ აღიარებითი ჩვენებების მიცემას", "მთავარ პრიორიტეტად ჩინური ენის სწავლა აქციეთ", "სრული ვიდეო თვალთვალი საცხოვრებელ და სასწავლო ოთახებში" წერია ინსტრუქციებში.

"ხელი შეუწყვეთ სტუდენტების მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემას და მონანიებას, რათა გაიგონ, რომ მათი წარსული აქტივობები არალეგალური, კრიმინალური და საშიში იყო. უზრუნველყავით მათი ტრანსფორმაცია, ვინც ნეგატიურადაა განწყობილი და წინააღმდეგობას გამოავლენს." ნათქვამია მემორანდუმში, რომელშიც ჩანს, რომ ბანაკიდან გათავისუფლების ერთადერთი გზა დაკავებულის მიერ ქცევითი და აზროვნების ტრანსფორმაციის ჩვენებაა. ისინი ამისათვის ქულებს აგროვებენ და სწორედ ეს ქულები განსაზღვრავს შეეძლებათ თუ არა ოჯახისა და ახლობლების ნახვა გათავისუფლების შემდეგ.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15,000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40,000-ზე მეტი ადამიანის გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

დაკავების ბრძანება გაიცა უიღურებზე, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ და ასევე მონიტორიგნი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა დოკუმენტებს ყალბი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავის ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს "ტერორისტების" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით რეპრესიებში მოყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით დოკუმენტები მათ ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა პირმა გადასცა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

სინძიანში ჩინეთის ქმედებები დაგმეს აშშ-მა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, თუმცა ზოგიერთი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ბიზნესს აწარმოებს მკაცრი კრიტიკისაგან თავს იკავებს, მათ შორის, პაკისტანი, კატარი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები