რკინის ჯებირები პარლამენტთან

საპატრულო პოლიციის უფროსი: ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად

"ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, როგორც დაანონსებენ იმის მიხედვით," - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ თქვა. სირაძე ამბობს, რომ პარლამენტის გარშემო რკინის კონსტრუქციები დაალაგეს, რათა არ მომხდარიყო შესასვლელები ხელოვნურად არ დაებლოკათ და ოპოზიციის მხრიდან და არ ყოფილიყო ძალადობრივი ქმედებები პოლიციისადმი.

"პოლიციური ძალები განლაგებული არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ პარლამენტის შენობის კვლავ ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, ავიღებთ რკინის ჯებირებს. ჭიჭინაძის მხრიდან ასასვლელია თავისუფალია და ნებისმიერ მოქალაქეს და ჟურნალისტებს შეუძლიათ ავიდნენ იმ მხრიდან და მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, როგორც დაანონსებენ იმის მიხედვით რათა კარგად დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება," - ამბობს სირაძე.

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს.

კომენტარები