საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" ყოფილი წევრების ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება

პარლამენტი

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან, რომლის თავმჯდომარეც მარიამ ჯაში იქნება.

ფრაქციას ექვსი წევრი ეყოლება - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. 

ახალი ფრაქციის წევრთა ნაწილმა უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო დატოვა, ხოლო ნაწილმა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

კომენტარები