Pussycat Dolls

ჯგუფი Pussycat Dolls ტურნესთვის გაერთიანდა

0 კომენტარი
ფოტო: spin1038

2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი Pussycat Dolls დიდ ბრიტანეთში ტურნეს მოსაწყობად გაერთიანდა. 

ჯგუფის წევრები ნიკოლ შერცინგერი, კარმიტ ბაქარი, ეშლი რობერტსი, ჯესიკა სუტა და კიმბერლი ვაიატი თავიანთი ჰიტების (ისეთების, როგორც "Don't Cha" და სხვები) შესრულებისთვის უკვე ემზადებიან.

" ძალიან აღელვებული ვარ იმის გაზიარებით, რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ, პატარებო!" აღნიშნა ჯგუფის წევრმა, ნიკოლ შერცინგერმა თავის ტვიტერზე. 

ტურნე 2020 წლის 5 აპრილს დაიწყება დუბლინში და ლონდონში, 17 აპრილს დასრულდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები