თავდასხმა ენმ-ის ოფისზე

ენმ: ქუთაისში ჩვენს ოფისზე თავდასხმაში საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ

Rustavi 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, გუშინ, 29 ნოემბერს, ქუთაისში პარტიის ოფისს თავს ქართული ოცნების შტაბის წევრები, მერიისა, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები დაესხნენ.   

ბოტკოველის თქმით, მათ შორის იყვნენ საკრებულოს თანამშრომლები-ნანა კოსტავა, კახა ბოჭორიშვილი, იმედა საღინაძე და გიორგი ჭეიშვილი. ასევე, ბოტკოველი ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა სოციალური სასადილოს ხელმძღვანელი, თამთა ბაკურიძე, რომელიც ენმ-ის შტაბის, აქტივისტებისა და წევრების მიმართულებით კვერცხებს ისროდა.

"გრიგოლ დალაქიშვილი- ყოფილი გუბერნატორი და ქართული ოცნების მხარდამჭერი, რომელიც უშუალოდ იყო ვანდალიზმის ორგანიზატორი. მასთან ერთად, მამუკა მღვდელაძე – სპორტის აიპის ხელმძღვანელის მოადგილე, რომლებიც კადრში ჩანან, თუ როგორ აორგანიზებენ ამ ყველაფერს, გარკვეული ფურცელი უჭირავთ ხელში, სადაც აღნიშნავენ, თუ რომელი ადამიანი მოვიდა ასევე, ვის უნდა გადაუხადონ ფული",-ამბობს ბოტკოველი. 

ბოტკოველის ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორები და ირაკლი ცხვედიანი და ნიკა დვალი იყვნენ. ცხვედიანი ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელია, დვალი კი დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი. ბოტკოველის ამბობს, რომ ისინი ენმ-ის ოფისის კარზე წარწერებს აკეთებდნენ.

გუშინ, 29 ნოემბერს, ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ოფისის კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ოფისსა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. 

კომენტარები