პროპორციული არჩევნები

Frankfurter Allgemeine: დასავლელები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე

ტაბულა

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung ეხმაურება გასული თვეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

სტატიის ავტორი, გაზეთის მოსკოვის კორესპონდენტი, ფრიდრიხ შმიდტი წერს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები წუხან ქვეყნის დემოკრატიის ბედზე:

"საქართველოს დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლები, ქვეყნისა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსაკენ იწსრაფვის, გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით."

ავტორი იხსენებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რომელმაც, მისი თქმით, არასამართლიან გარემოში ჩაიარა და გააჩინა კითხვები მმართველი ძალის არადემოკრატიულ მიდრეკილებებზე:

"[პროპორციულის ჩაგდებაზე] ივანიშვილმა წუხილი გამოხატა, თუმცა მისი გულწრფელობა საეჭვოა. მისმა პარტიამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმაზე დისკუსია აღარ სურთ. ამას ემატება შიშები არადემოკრატიულ ტენდენციებზე. შარშან საპრეზიდენტო კამპანიის არასამართლიანმა მსვლელობამ დიდი წუხილი გააჩინა: მმართველმა პარტიამ მისი მხარდაჭერილი, ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება სახელმწიფო აპარატის საშუალებით უზრუნველყო."

შმიდტი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის როლზეც და ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველობას საქართველოსთვის კარგი არაფერი მოუტანია.

"დაპირებულ, მაგრამ შეუსრულებელ საარჩევნო რეფორმაზე ბრაზის მიღმა ისმის კითხვა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მდგომარეობაზე, რომლის თავმჯდომარე, ბიზნესმაგნატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ფაქტობრივი მმართველია.

ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია, ძალაუფლების ცენტრი რომ ივანიშვილთანაა და ამგვარად, ის ფორმალურად მთავრობისა და პარლამენტს გარეთაა." - წერია სტატიაში.

 

 

 

კომენტარები