სირცხვილიას აქტივისტებს პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

"ოცნების" ოფისთან სირცხვილიას აქტივისტებს პოლიციამ ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაყვანა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია გიგა მაქარაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტები წასვლას არ აპირებენ, რადგან მათ შეკრების უფლება აქვთ, ხოლო პოლიციას - აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ვალდებულება.

ერთ საათზე მეტია, ქართული ოცნების ოფისთან დაძაბული ვითარებაა - სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე - "რამდენს ბედავთ" - ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ. "ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იგინებიან და ყვირიან - "გაყარეთ ესენი აქედან“. ისინი ორჯერ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად "სირცხვილია"-ს წევრებს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ კორდონი გააკეთა, ქართული ოცნების მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტების მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ. ისინი ყვირიან - "მიშას რა...". 

პოლიცია მოძალადეებს ამ დრომდე არ აკავებს, სამართალდამცველები "სირცხვილიას" წევრებს ეუბნებიან, თავად გაერიდონ ქართული ოცნების აქტივისტებს. 

შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "17 წლის ბიჭს მუცელში ურტყეს". მან ტაბულას უთხრა, რომ სირცხვილიას აქტივისტი სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. აქტივისტების ინფორმაციითვე, აგრესიულმა ჯგუფებმა პოლიციელს ბოთლი ესროლეს.

კომენტარები