საპროტესტო აქციები

აქციის მონაწილეებს მცხეთის მერიასთან "ოცნების" აქტივისტები დახვდნენ, შსს-მ კორდონი გააკეთა

ტაბულა

მცხეთის მერიასთან, სადაც ოპოზიცია აქციას მართავს, დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.

ამ წუთებში პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული. კორდონის ერთ მხარეს ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობის აქციის მონაწილეები დგანან, ხოლო მეორე მხარეს - ქართული ოცნების აქტივისტები. 

კომენტარები