სახელმწიფო ბიუჯეტი

წელს მთავრობამ 163 მილიონი ლარის დანამატი გამოიწერა - ხარჯები 15%-ით გაიზარდა

0 კომენტარი

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. 

თუ წინა წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სულ 141 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, წელს იგივე მაჩვენებელი 22 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია დანამატების ხვედრითი წილი მთლიანად მთავრობის შრომის ანაზღაურებაშიც. 

ცნობისთვის, წინა წლებში დამკვიდრებული "პრემიების" გამოწერის პრაქტიკა ბოლო ორი წელია ძირითადად დანამატის სახით შეიცვალა.

თუ წინა წლის პირველ ცხრა თვეში დანამატების წილი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 14% იყო, წელს იგივე მაჩვენებელი 15%-ია. გაზრდილია შრომის ანაზღაურების ჯამური რაოდენობაც, 1 მილიარდი ლარიდან 1,1 მილიარდ ლარამდე. 

მოცემულ პერიოდში თანამდებობრივი სარგოებზე სულ 753 მილიონი ლარი დაიხარჯა. ასევე, გაზრდილია შტატგარეშე პირების შრომის ანაზღაურებაც. აქ მატება 17 მილიონი ლარია და 174 მილიონ ლარს უტოლდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები